აზიის ჩემპიონთა ლიგა - გველესიანმა პენალტი ვერ გამოიყენა, „პერსეპოლისი“ საკუთრ მოედანზე დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
გიორგი გველესიანისა და ირანული „პერსეპოლისისთვის“ აზიის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი დრამატული გამოდგა, გუნდი შინ კატარის „ალ დუჰაილთან“ 1:2 დამარცხდა და პლეი ოფში ვერ გავიდა.
გიორგი გველესიანის გუნდი გადამწყვეტ მატჩამდე რვა ქულით მეორე ადგილზე იყო და მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს. გუნდი მე-7 წუთზე ზაჰედის გოლით დაწინაურდა, მაგრამ კატარელებმა ოთხ წუთში მუნტარის ზუსტი დარტყმით წონასწორობა აღადგინეს.
შეხვედრაში გადამწყვეტი გამოდგა 81-ე წუთი, როდესაც კატარელების კარში პენალტი დაინიშნა. დარტყმის შესასრულებლად ქართველი მცველი მივიდა და ბურთი ხარიხას მოარტყა. მალე კი ოლუნგამ „ალ დუჰაილი“ დააწინაურა და „პერსეპოლისი“ 1:2 დამარცხდა.
ქართველის გუნდი რვა ქულით ჯგუფში მეორე ადგილზე კი გავიდა, მაგრამ ეს პლეი ოფში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.