აზიის ჩემპიონთა ლიგა | გველესიანის „პერსეპოლისი“ რონალდუს „ალ-ნასრისთან“ დამარცხდა #1TVSPORT
გიორგი გველესიანის „პერსეპოლისი“ აზიის ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუ რონალდუს „ალ-ნასრის“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.
ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ირანელებმა საუდის არაბეთის კლუბს საკუთარ მოედანზე უმასპინძლეს. მოულოდნელად, „პერსეპოლისის“ მწვრთნელმა გუნდის კაპიტანი და ლიდერი გიორგი გველესიანი ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და მოედანზე არც შეიყვანა.
კრიშტიანუ რონალდუს გარდა, არაბულ გუნდში თამაშობდნენ: ხორვატი მარსელო ბროზოვიჩი, სენეგალელი სადიო მანე და ესპანელი აუმერიკ ლაპორტი. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ირანელები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, 52-ე წუთზე „პერსეპოლისის“ მცველმა, მილად სარლაკმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუხდა.
„ალ-ნასრიმ“ რიცხობრივი უპირატესობით ათ წუთში ისარგებლა და აბდულრაჰმან გარების გოლით დაწინაურდა, ხოლო 72-ე წუთზე მუჰამედ ქასემის ზუსტი დარტყმით უპირატესობა ორ ბურთამდე გაზარდა.