აზიიდან ევროპამდე ქართველი ლეგიონერების ანგარიშზე ხუთი გოლი და ერთი საგოლე გადაცემაა #1TVSPORT
ყაზახეთის პრემიერ ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა გიორგი ზარიამ, რომელსაც „კაირატიდან“ ალეკსანდრე კერჟაკოვის წასვლის შემდეგ მეტად ენდობიან და ნდობას შედეგიანი თამაშით ამართლებს. ქართველმა ნახევარმცველმა „თურანის“ (5:1) კარი აიღო, ეს მისთვის სეზონში მეხუთე გოლი იყო. მისმა თანაგუნდელმა, ლუკა გადრანმა ტრავმის გამო ზედიზედ მესამე მატჩი გამოტოვა.
„ჟენისმა“, სადაც ზურაბ თევზაძე და გიორგი ფანცულაია თამაშობენ, გია ჩადუნელის და თემურ ჩოგაძეს „ჟეტისუ“ 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი ქართველი მცველის, თევზაძის ანგარიშზეა, ეს ყაზახეთში მისი პირველი შედეგიანი დარტყმა იყო.
ჩინეთის სუპერლიგაში ვაკო ყაზაიშვილმა კონკურენტ „ტიანძინთან“ გამოიჩინა თავი და „შანდუნს“ გამარჯვებაში დაეხმარა – 4:1. გამოცდილმა ქართველმა ნახევარმცველმა 37-ე წუთზე გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა, 47-ე წუთზე კი საგოლე გადაცემა შეასრულა. ყაზაიშვილის მონაგარი სეზონში უკვე 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.
კვიპროსის მეორე დივიზიონში ირაკლი მაისურაძე და ნიკა კაჭარავას „სპარტაკოსმა“„ოთელოსს“ 4:1 სძლია. ანგარიში კაჭარავამ პენალტით გახსნა (სეზონში მეორე გოლი).
ლიეტუვას პირველ ლიგაში თავი ოთარ კობახიძემ გამოიჩინა, მანაც პენალტი ზუსტად შეასრულა. „ნეპტუნასის“ ქართველმა ნახევარმცველმა „ბე1 ნფასთან“ (4:1) შეხვედრაში 45+2-ე წუთზე ანგარიში გახსნა. ეს კობახიძისთვის სეზონში მეორე გოლია.