აზერბაიჯანული პრესა: ცხადაძე „გაბალას“ მწვრთნელობის კანდიდატია
აზერბაიჯანული პრესა: ცხადაძე „გაბალას“ მწვრთნელობის კანდიდატია

„გაბალაში“ თითქმის ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, რომან გრიგორჩუკმა გუნდი დატოვა და შესაძლოა ის კახა ცხადაძემ შეცვალოს – იუწყება azerisport.com.

უკრაინელმა მთავარმა მწვრთნელმა „გაბალადან“ წასვლის შესახებ გადაწყვეტილება აზერბაიჯანის თასის ფინალში „კესლასთან“ წაგების (0:1) შემდეგ გამოაცხადა.

„ეს „გაბალაში“ ჩემი ბოლო თამაში იყო. ჯერ არ შემიძლია ვთქვა, კარიერას სად გავაგრძელებ“ – ამბობს ციტირებს გრიგორჩუკს Azerisport.com-ი.

გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით გუნდმა თავისი არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგებს მაიღწია, შარშან კი ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა. ყაზახურ მედიაში გავრცელებული ცნობით, გრიგორჩუკი „ასტანას“ ჩაიბარებს.

„უკრაინელი მწვრთნელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს, მაგრამ თებერვალში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ზაფხულიდან გრიგორიჩუკი „ასტანას“ უხელმძღვანელებდა, „გაბალას“ კი საქართველოს ეროვნულ ნაკრების ყოფილი თავკაცი კახა ცხადაძე ჩაიბარებდა“ – წერს Azerisport.com.