აზერბაიჯანის ლიგაზე ძვირად ღირებული - ქართული ლიგა ამიერკავკასიაში გალიდერდა #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ლიგის შეფასება ბოლო დღეებში განხორციელებული სატრანსფერო სიახლეების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა და 60 მილიონ ევროს მიაღწია. ინფორმაცია გერმანულმა სამენეჯერო სააგენტო „ტრანსფერმარკტმა“ ავტომატურად განაახლა.
უფრო ზუსტად, ახლა ეროვნულ ლიგაში მოთამაშე გუნდების ფეხბურთელთა ჯამური მაჩვენებელი 59,28 მილიონი ევრო გახდა. ცხადია, ეს რუსეთიდან და უკრაინიდან მოთამაშეთა დამატებამ გამოიწვია.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო საქართველოში რამდენიმე მოთამაშე ჩამოვიდა. რუსეთიდან წამოვიდნენ ხვიჩა კვარაცხელია, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი ჭელიძე, უკრაინიდან – საბა კვირკველია, ბექა ვაჩიბერაძე, ლევან არველაძე, დანილო კანევცევი (დილა) და ვაგნერ გონსალვეში (დილა).
მარტო კვარაცხელიას (16 მლნ ევრო), დავითაშვილის (2,5) და კვირკველიას (1,5), დამატებით ეროვნული ლიგის ფასი 20 მილიონით გაიზარდა. ამან ელიგა ბოლო წლებში პირველად ამიერკავკასიაში ყველაზე ღვირადღირებული ლიგა გახადა:
საქართველო 59.28 მლნ. ევრო
აზერბაიჯანი 56.78 მლნ. ევრო
სომხეთი 38.26 მლნ. ევრო