აზერბაიჯანელი ლეგიონერი თავდაჯერებულია - „სამტრედიას“ მწვრთნელის ნდობის მოპოვება არ გამიჭირდება
აზერბაიჯანელი ლეგიონერი თავდაჯერებულია - „სამტრედიას“ მწვრთნელის ნდობის მოპოვება არ გამიჭირდება

აზერბაიჯანელმა ნახევარმცველმა იბრაჰიმ ქედირზადემ, რომელმაც მცირე ხნის წინ საფეხბურთო კლუბ „სამტრედიასთან“ კონტრაქტი გააფორმა, გამოცემა „აზერისპორტთან“ ინტერვიუში გუნდთან დაკავშირებულ იმედებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ „სამტრედიას“ მწვრთნელში ნდობის მოპოვება არ გაუჭირდება.

„მსურს გუნდში ფეხი მოვიკიდო და რაც შეიძლება ხშირად ვითამაშო. ეს საშუალებას მომცემს, კიდევ უფრო გავიზარდო. სამწვრთნელო შტაბის ნდობის მოპოვება რთული არ იქნება, რადგან ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული. თუ თავს კარგი კუთხით წარმოვაჩენ, პირველ გუნდში თამაშის შანსს მივიღებ. გუნდში დიდი კონკურენციაა, რაც პროგრესისთვის კარგია. შევეცდები თავი გამოვავლინო, რათა შანსი მივიღო. „სამტრედიისა“ და ზოგადად საქართველოს ჩემპიონატის შესახებ ცოტა რამ ვიცი, მაგრამ ინფორმაცია მაინც მქონდა. „სამტრედიას“ ნიჯატ გურბანოვის გამოსვლიდან ვიცნობ. ასევე, „ზაქათალაში“ თამაშისას, ერთხელ ამხანაგური მატჩი თბილისის „ლოკომოტივთან“ ჩავატარეთ“, – ამბობს „სამტერდიას“ ახალწვეული.

21 წლის აზერბაიჯანელი ფეხბურთელი აგდამის „ყარაბახის“ აღზრდილია, ბოლოს ბაქოს „ნეფთჩის“ დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა და აზერბაიჯანის ასაკობრივ ნაკრებებშიც უთამაშია.