მადრიდის „რეალის“ ბელგიელ შემტევს, ედენ აზარს სამეფო კლუბის დატოვება სურს, რადგან მიიჩნევს, რომ კილიან მბაპეს პსჟ-დან გადასვლით, მისი სიტუაცია მადრიდულ კლუბში კიდევ უფრო გართულდება, – ამის შესახებ el chiringuito იუწყება.
30 წლის აზარმა ამ სეზონში ლა ლიგის 14 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 2 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა. ბელგიელი ფეხბურთელით მადრიდული კლუბიც უკმაყოფილოა და შესაძლოა, გუნდიდან მარტივად გაუშვას.
აზარი „რეალში“ 2019 წლის ზაფხულში 160 მილიონ ევროდ გადავიდა. ცოტა ხნის წინ ინგლისურ მედიაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ლონდონელები მზად არიან მასში 40-50 მილიონი ევრო გადაიხადონ.