მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველმა ედენ აზარმა გაამხილა თავისი სურვილები – რა თვისებას აიღებდა „იუვენტუსის“ ფორვარდისგან კრიშტიანო რონალდოსგან, „ბარსელონას“ კაპიტნისგან ლიონელ მესისგან და „რეალის“ მთავარი მწვრთნელისგან ზინედინ ზიდანისგან.
„მინდა მქონდეს მესის მარცხენა ფეხი, გამარჯვებებისადმი და ტიტულებისადმი ლტოლვა, რომელიც რონალდოს გააჩნია.
ზიდანისგან ავიღებდი სათამაშო კლასს. თუმცა, ოსტატობა მეც მაქვს, ხომ ასეა? მაგრამ მას უფრო მეტი აქვს“, – თქვა აზარმა RTBF-სთვის მიცემულ ინტერვიუში.