აზაროვის შეფასება მილიონამდე გაიზარდა - „ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის მონაცემები განაახლა #1TVSPORT
აზაროვის შეფასება მილიონამდე გაიზარდა - „ტრანსფერმარკტმა“ ეროვნული ლიგის მონაცემები განაახლა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე ირაკლი აზაროვი გახდა. გერმანულმა სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტოტრანსფერმარკტმა“ მონაცემები განაახლა და ბათუმის „დინამოს“ და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის შეფასება მილიონი ევრო გახდა.

19 წლის აზაროვის ფასი აქამდე 650 ათასი ევრო იყო, მაგრამ გადაფასების შედეგად მის გრაფაში 350 ათასი ევროთი მეტი ჩაიწერა და მილიონ ევროს მიაღწია, რაც ეროვნული ლიგისთვის ზღვრული მაჩვენებელია – „ტრანსფერმარკტი“ ეროვნული ლიგის მოთამაშეებს უფრო მაღალ შეფასებას არ უწერს.

საგრძნობლად შემცირდა მისი თანაგუნდელის, ჯოვინო ფლამარიონის შეფასება და 700 ათასიდან 550 ათასამდე დაეცა, მაგრამ ბათუმელთა ბრაზილიელი ლეგიონერი მეორე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ პირველ სამეულში 6 მოთამაშე მოხვდა ბათუმის „დინამოდან“, ხოლო 2-2 „დინამო თბილისიდან“ და გორის „დილადან“.

ეროვნული ლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეები

ირაკლი აზაროვი, დინამო ბათუმი – ერთი მილიონი ევრო (+ 0,350 ათასი)

ჯოვინო ფლამარიონი, დინამო ბათუმი – 50 ათასი (-0,150)

ჯაბა ჯიღაური, დინამო ბათუმი – 500 (-)

ლევან ხარაბაძე, დინამო თბილისი – 500 (+0,150)

ლადო მამუჩაშვილი, დინამო ბათუმი – 500 (0,100)

საბა ხვადაგიანი, დინამო თბილისი 500 (0,100)

ლუკა გუგეშაშვილი, გორის დილა – 450 (+0,100)

ბენჯამინ ტეიდი, დინამო ბათუმი – 450 (+0,125)

უსმანე კამარა, გორის დილა – 450 (+0,125)

ზორან მარუშიჩი, დინამო თბილისი – 450 (-)

სანდრო ალთუნაშვილი, დინამო ბათუმი – 450 (+0,50)