აზაროვის ორი ვარიანტი - მოლაპარაკება ფასების ზრდის გამო ჩაიშალა, მაგრამ ინტერესი შენარჩუნებულია #1TVSPORT
აზაროვის ორი ვარიანტი - მოლაპარაკება ფასების ზრდის გამო ჩაიშალა, მაგრამ ინტერესი შენარჩუნებულია #1TVSPORT

ირაკლი აზაროვს ორი ძლიერი კლუბი იწვევს – საქართველოს ნაკრებისა და ბათუმის „დინამოს” თურქეთის სუპერლიგის „ტრაბზონი“ და შვეიცარიული „ბაზელი“.

აზაროვიტრაბზონსპორის“ სატრანსფერო სიაში კვლავ პირველი ნომერი სამიზნეა“, – ამის შესახებ თურქული გამოცემა „ფოტომაკი“ ავრცელებს.

გამოცემა ამტკიცებს, რომ „ტრაბზონის“ წარმომადგენლები დიდი ხნის ფავორიტის, 19 წლის მარცხენა მცველის თამაშს უყურებდნენ. ცნობილი გახდა, რომ ზაფხულის პერიოდში ფეხბურთელი იმიტომ ვერ დაიმატეს, რომ ბათუმის „დინამო” ჩემპიონობისთვის იბრძოდა.

გაირკვა, რომ ირაკლი აზაროვს თურქული კლუბის წარმომადგენლები 11 ნოემბერს აკვირდებოდნენ, სადაც საქართველომ შვედეთი 2:0 დაამარცხა. „ტრაბზონმა“ სეზონის დასაწყისში ბათუმის „დინამოს” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება ფასების მუდმივი ზრდის გამო ჩაშალა, მაგრამ ინტერესი შენარჩუნებულია, რადგან თვლიან, რომ აზაროვს დიდი პერსეპქტივა აქვს.

თუმცა, საქართველოს ნაკრების მცველის გარდა, თურქული კლუბის ხელმძღვანელობა აწარმოებს მოლაპარაკებებს 21 წლის ხორვატ მარცხენა მცველ ლილე ბრადარიჩთან და „იუვენტუსის“ 22 წლის მარცხენა მცველ ლუკა პელეგრინისთან, ასევე „სივასპორის“ მარცხენა მცველ უგურ ჩიფჩისთან. გარდა ამისა, მარცხენა მცველის ძებნა საბერძნეთსა და პოლონეთში გრძელდება.

ამავე დროს, აზაროვის გადაყვანით „ბაზელი“ დაინტერესდა. GOAL.GE-ს ცნობით, მარცხენა მცველით შვეიცარიული კლუბი ჯერ დაინტერესებულა, ხოლო ბათუმის „დინამო“ მის სატრანსფერო ღირებულებად 1,2 მილიონი ევროს ასახელებს.

შვეიცარიული „4-4-2“ კი ამტკიცებს, რომ აზაროვი, შესაძლოა, „ბაზელში“ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაში გადავიდეს, რადგან ანდრეა პადულა ტრავმის გამო დიდხანს არ იყო, ხოლო ზაფხულში დამატებულ პორტუგალიელი ახალბედა, ტომას ტავარესი იჯარით იყო და ჯერ არც უთამაშია.