აზაროვის ნაცვლად ჯუნიორ ალონსო - „კრასნოდარი“ პარაგვაელ ფეხბურთელს იმატებს #1TVSPORT
აზაროვის ნაცვლად ჯუნიორ ალონსო - „კრასნოდარი“ პარაგვაელ ფეხბურთელს იმატებს #1TVSPORT

ირაკლი აზაროვსა და „ტრაბზონსპორს“ შორის ბოლო დღეებში განვითარებული მოლაპარაკება გახდა მიზეზი იმისა, რომ „კრასნოდარმა“ ახალი მცველის ძებნა დაიწყო და სავარაუდოდ, პარაგვაელ ჯუნიორ ალონსოს დაიმატებს.

პარაგვაული გამოცემა „ტორსედორესი“ ამტკიცებს, რომ „ატლეტიკო მინეიროს“ და პარაგვაის ნაკრების მცველი ჯუნიორ ალონსო ახლოსაა „კრასნოდარში“ გადასვლასთან.

„რუსულმა კლუბმა ჯუნიორ ალონსოს „კრასნოდარში“ გადასვლისთვის ძალიან კარგი პირობები შესთავაზა. კონკრეტულად – ლაპარაკია კონტრაქტი 3 წლით გაფორმებაზე, ტრანსფერში რუსები 10 მილიონ ევროს გადაიხდიან, ხოლო ფეხბურთელს ხელფასი 2 მილიონი ევრო ექნება. ფეხბურთელი უკვე დათანხმდა მისთვის შეთავაზებულ პირობებს და გადაწყვეტილების შესახებ მეგობრებს აცნობა“, – ამტკიცებს პარაგვაული გამოცემა.

ტორსედორესის“ ცნობით, თუ „ატლეტიკო მინეირო“ 28 წლის პარაგვაელი მცველის გაყიდვას დათანხმდება, ჯუნიორ ალონსო „კრასნოდარში“ შეიძლება უკვე უახლოეს დღეებში გადავიდეს.

რუსულმა მედიამ ნოემბერში გაავრცელა ცნობა, რომ „კრასნოდარი“ ირაკლი აზაროვს იწვევდა. აქვე ვიტყვით, რომ თურქული გამოცემა „ფოტომაკის“ მტკიცებით, „ტრაბზონსპორმა“ ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების მცველის ტრანსფერზე მოლაპარაკება იმიტომ ვერ დაასრულა, რომ მენეჯერი აზაროვს „კრასნოდარში“ თამაშს ურჩევს.