აზაროვი და საზონოვი ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეებში - რჩეულების სია CIES-მა შეადგინა #1TVSPORT 
აზაროვი და საზონოვი ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშეებში - რჩეულების სია CIES-მა შეადგინა #1TVSPORT 

საბა საზონოვი და ირაკლი აზაროვი სპორტის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა (CIES Football Observatory) მსოფლიოს 200 ყველაზე პერსპექტიულ ახალგაზრდა მოთამაშეს შორის დაასახელა.

ანალიტიკურმა გვერდმა მსოფლიოში ყველაზე ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელების სია მათი გამოცდილების ინდექსის მიხედვით შეადგინა.

რეიტინგში 21-წლამდე ასაკის 200 მოთამაშე მოხვდა. ყველაზე პერსპექტიული ცენტრალური მცველების სიაშია საბა საზონოვი – შემოდგომაზე საბამ უარი თქვა რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებზე და ჯერ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშა, ნოემბერში კი ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. ის რეიტინგში მეშვიდე ადგილზეა.

ტოპ 10 ნიჭიერი შემტევი სტილის მარცხენა მცველებში ირაკლი აზაროვი დაასახელეს – საქართველოს ნაკრებისა და ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ ფლანგის მოთამაშე რეიტინგის ხუთეულში მოხვდა.