მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი ვიქტორია აზარენკა ავსტრალიის ღია პირველობაზე გამოსვლას აპირებს.
ბელარუსმა არ შეიტანა განაცხადი დაცული რეიტინგით და ამის ნაცვლად, ტურნირის ორგანიზატორებს უაილდ-ქარდი სთხოვა, – იტყობინება Tennis World USA. უფრო ადრე, აზარენკამ განაცხადი შეიტანა ოკლენდის ტურნირში მონაწილეობაზე, რომელიც 1 იანვარს დაიწყება.
ვიქტორიას 2017 წლის უიმბლდონის შემდეგ არ უთამაშია ოფიციალურ ტურნირებზე. უთამაშებლობის მიზეზი იყო სასამართლო პროცესი მისი ვაჟის მეურვეობაზე.
აზარენკა ავსტრალიის ღია პირველობის ორგზის ჩემპიონია (2012, 13).