ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტის გადაგომის მოთხოვნით, თბილისში აქცია გაიმართა
ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტის გადაგომის მოთხოვნით, თბილისში აქცია გაიმართა

საქართველოს ავტოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტის, შოთა აფხაზავას გადადგომის მოთხოვნით, საავტომობილო სპორტის მმართველი ორგანიზაციის შენობასთან აქცია გაიმართა. აფხაზავას გადადგომასთან ერთად გაიჟღერა კიდევ ორმა მოთხოვნამ: გამგეობამ უზრუნველყოს კლუბების მიღება ფედერაციის წევრებად და მოხდეს 2018 წლის დასრულებამდე გამგეობის მიერ ყრილობის ორგანიზება. ავტოსპორტის ფედერაციამ შეკრებილი სპორტსმენების და სხვადასხვა კლუბის წარმომადგენლების მოთხოვნები ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გადაწყდა რომ 25 დეკემბერს გაიმართება ე.წ. საშუამავლო ყრილობა, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თარიღი განიხილება.

აქციის მსვლელობისას სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, თუმცა საბოლოოდ გამგეობამ კლუბების ფედერაციის წევრებად მიღების პროცესი დაიწყო. ასევე გაირკვა რომ ფედერაციის პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს პროფესიონალი ავტომრბოლელი – მევლუდ მელაძეც, რომელიც დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახლდათ.