ავთანდილ ლაბაძის 12 მოგერიება ერთ მატჩში - „სამტრედიის“ მეკარემ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა [ვიდეო] #1TVSPORT

საფეხბურთო კლუბ „სამტრედიის“ ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა წყალტუბოს „სამგურალთან“ შეხვედრის ვიდეოკოლაჟი, სადაც მეკარის, ავთანდილ ლაბაძის თამაშია ასახული.

ეროვნული ლიგის ბოლო ტურში „სამტრედიამ“ წყალტუბოს „სამგურალთან“ შეხვედრა 2:2 დაასრულა, რაშიც განსაკუთრებული წვლილი მეკარემ შეიტანა – მას უჩვეულო სტატისტიკა დაუფიქსირდა.

ავთანდილ ლაბაძემ სხვადასხვა სირთულის 12 დარტყმა მოიგერია და გუნდი მარცხისგან იხსნა.  ჯამში 12 მოგერიება ერთ შეხვედრაში მიმდინარე სეზონში ეროვნული ლიგის რეკორდია.