ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ზაგრების სარეიტინგო ტურნირის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT
ავთანდილ კენჭაძე და მირიან მაისურაძე ზაგრების სარეიტინგო ტურნირის ფინალში იჭიდავებენ #1TVSPORT

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ქართველი ფალავნები ავთანდილ კენჭაძე (79 კგ) და მირიან მაისურაძე (92 კგ) ზაგრების საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირის ფინალში გავიდნენ. ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) კი ნახევარფინალში დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. კენჭაძე ირანელ დავადკუხის დაუპირისპირდება, მაისურაძე – ამერიკელ მურს, ხოლო გამყრელიძე – ჩინელი ლისა და ფრანგი ალეკმას წყვილში გამარჯვებულს.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ თებერვალს ტურნირზე ბრინჯაოს მედლები ბექა ბუჯიაშვილმა (57კგ) და გიორგი ელბაქიძემ (70 კგ) მოიპოვეს.