ავთანდილ ფირანიშვილი „ველოდრომის თასის“ გამარჯვებულია #1TVSPORT
ავთანდილ ფირანიშვილი „ველოდრომის თასის“ გამარჯვებულია #1TVSPORT

დიდ დიღომში მდებარე სარაგბო სტადიონზე გაიმართა რბოლა „ველოდრომის თასი ქროსში“. ორგანიზატორი თბილისის ველოსპორტის კავშირი იყო.

ტურნირი 2 კლასში ჩატარდა: მოყვარულებში გამარჯვებულები 5 ასაკობრივ კატეგორიაში გამოავლინეს – ისინი ერთმანეთს 700-მეტრიან მოკლე წრეზე ეჯიბრებოდნენ.

პროფესიონალების შეჯიბრებები კი 4 კატეგორიაში ჩატარდა და გამარჯვებული 1075-მეტრიან სრულ წრეზე გამოავლინეს. „ველოდრომის თასის“ მთავარი პრიზის მფლობელი საქართველოს ველოსპორტის ნაკრების წევრი ავთანდილ ფირანიშვილი გახდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ გამარჯვებულები და პრიზიორები საპატიო სიგელებითა და ფულადი პრიზებით დააჯილდოვეს.

ავთანდილ ფირანიშვილი, „ველოდრომის თასის“ გამარჯვებული: „წელს მსაგვსი ტურნირი პირველად ჩატარდა და იმედია, ამის შემდეგ ვითარება შეიცვლება, რადგან ტურნირებში ხშირი მონაწილეობა მნიშვნელოვანია. მიხარია, რომ გავიმარჯვე, რადგან ძლიერი კონკურენტები მყავდა“.

ნიკა მოდებაძე, თბილისის ველოსპორტის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი: „ამ ტურნირის ორგანიზება უმოკლეს ვადაში შევძელით. ნაჩვენებმა შედეგებმა ამ ეტაპზე მოლოდინს გადააჭარბა. შევეცდებით, ტურნირები ხშირად გავმართოთ“.