ავთანდილ ებრალიძე „დოქსას“ დაუკავშირეს - ქართველი „ანორთოსისს“ დატოვებს #1TVSPORT
Sport-fm.com.cy-ის ცნობით, ავთანდილ ებრალიძე, რომელიც „ანორთოსისიდან“ მიდის, შესაძლოა, „დოქსაში“ გადავიდეს.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ანორთოსისს“ ქართველთან ერთად კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, თუმცა კლუბს ამის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია.
ნაკლებად სავარაუდოა, ის გუნდში დარჩეს. ებრალიძემ აჩვენა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია, თუმცა მან ვერ შეძლო (ისევე, როგორც ფეხბურთელების უმეტესობამ), „ანორთოსისს“ სათანადოდ დახმარებოდა.
ის, ვინც მომავალი სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტებაზეა პასუხისმგებელი, ქართველთან თანამშრომლობას აღარ აპირებს. ებრალიძის კონტრაქტში არის პუნქტი, რომლის საფუძველზეც, „ანორთოსისს“ კომპენსაციის გადახდით მისი გაშვება შეუძლია. ავთანდილმა კვიპროსის ლიგაში 16 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. მის მიმართ ინტერესს იჩენს „დოქსა“, რომლისგანაც „ანორთოსისმა“ ებრალიძე გასულ ზაფხულს შეიძინა“, – წერს sport-fm.com.cy.