საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა გუნდმა 2018 წლის პირველი შეკრება ბაკურიანში გაიარა, სადაც ფიზიკურ მომზადებაზე გამახვილდა ყურადღება. ამჟამად, გუნდი ძიუდოს აკადემიაში ვარჯიშობს.
ნაკრების მწვრთნელთა შტაბის გადაწყვეტილებით, გუნდი თებერვალში სამ დიდ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მათგან პირველი 10-11 თებერვალს პარიზის „დიდი სლემის“ გათამაშება იქნება.
გადაწყვეტილია, რომ პარიზში გუნდს ევროპის სამგზის და მსოფლიო ჩემპიონი ავთანდილ ჭრიკიშვილი გამოაკლდა.
საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული გუნდის შემადგენლობაში წონითი კატეგორიების მიხედვით: -60კგ-ში ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი, 66კგ-ში ვაჟა მარგველაშვილი, 73კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი, 81-ში ნუგზარ ტატალაშვილი და ზებედა რეხვიაშვილი, 90-ში უშანგი მარგიანი და ბექა ღვინიაშვილი, 100კგ. წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი და ლაშა ტაველური და მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი იჭიდავებენ.
შეჯიბრის დასრულების შემდეგ ნაკრები ერთობლივი წვრთნის პროცესს პარიზში გააგრძელებს და გუნდთან ერთად საფრანგეთის დედაქალაქში ავთანდილ ჭრიკიშვილი, ადამ ოქრუაშვილი, თორნიკე ნაგლიაშვილი, კობა მჭედლიშვილი და თამაზ კირაკოზაშვილი ივარჯიშებენ.
ფოტო – თამუნა ყულუმბეგაშვილი