ავთანდილ ასათიანი - საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშეები სანაკრებო შანსს იმსახურებენ #1TVSPORT
ავთანდილ ასათიანმა 8 და 9 თებერვალს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში მოლდოვის ნაკრებთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის ფუტსალის ეროვნული გუნდის მზადებაზე ისაუბრა. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ახსნა, რატომ არ მოიწვია ლეგიონერები და ამჯერად მხოლოდ ფუტსალის ლიგის მოთამაშეებს რატომ დაეყრდნობა.
„მოლდოვასთან ამხანაგური მატჩები უეფა-ს მიერ გამოყოფილ სანაკრებო ფანჯარაში არ არის. როდესაც შემოთავაზება მივიღეთ, ბევრი არ გვიფიქრია, რადგან საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე გამორჩეული ფეხბურთელები სანაკრებო შანსის მიცემას იმსახურებენ. ასეთი თამაშები ყოველთვის კარგია, რადგან რაც შეიძლება მეტ ფეხბურთელს უნდა დავაკვირდეთ. ეს გაზრდის კონკურენციას და ყოველთვის დადებითად აისახება ეროვნულ ნაკრებზე“, – ამბობს ავთანდილ ასათიანი.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მატჩების განრიგი:
8 თებერვალი
18:00 საქართველო – მოლდოვა
9 თებერვალი
18:00 საქართველო – მოლდოვა
შეხვედრების პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის Youtube-ის არხზე გადაიცემა.