ავთანდილ ასათიანი - ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი თოდუამ კომენტარი გააკეთეს ბელგიაში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდის დასკვნით შეხვედრაზე, რომელსაც ჩვენი ეროვნული გუნდი 7 მარტს გამართავს.
ავთანდილ ასათიანი: „რთული თამაში გვექნება, მაგრამ მზად ვართ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ. რთული იქნება, მაგრამ ვეცდებით, რომ ბელგიაში სასურველი ანგარიშით დავასრულოთ შეხვედრა“.
ირაკლი თოდუა: „ჩვენი მიზანი და გეგმა გვაქვს, რომელიც ბოლომდეა მისაყვანი. ვეცდებით, რომ ჯგუფი პირველ ადგილზე დავასრულოთ, რათა შემდგომ ეტაპზე თამაში მაღალი კალათიდან დავიწყოთ“.
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ელიტრაუნდის საგზურს 12 შესარჩევი ჯგუფის გამარჯვებული და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი რვა მეორეადგილოსანი კი ელიტრაუნდის საგზურისთვის ბრძოლას პლეიოფში გააგრძელებს.
საქართველოსა და ბელგიის ნაკრებებს შორის პირველი შეხვედრა ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისში 4:2 მოიგო და ამ დროისთვის 9 ქულით ჯგუფის ლიდერია.