ავსტრიული მედია - „ბაიერნი“ პარკაძეს „ადმირა ვაკერში“ უშვებს #1TVSPORT
ავსტრიული მედია - „ბაიერნი“ პარკაძეს „ადმირა ვაკერში“ უშვებს #1TVSPORT

ლუკა პარკაძეს, სავარაუდოდ, მიუნხენის „ბაიერნი“ ავსტრიულ კლუბში იჯარით გაუშვებს – ინფორმაციას ავსტრიელი ჟურნალისტი სტივენ ბლუმენშაინი ავრცელებს, რომელიც „ადმირა ვაკერის“ საკლუბო თემებზე მუშაობს.

„როგორც დღეს Kronen Zeitung-ი წერს, 18 წლის ქართველი ლუკა პარკაძე, შესაძლოა, „მიუნხენის „ბაიერნმა“ „ადმირა ვაკერში“ იჯარით გაუშვას. ჩემი ინფორმაციითაც, ეს ამბავი დასტურდება“, – წერს სტივენ ბლუმენშაინი.

შეკრების დაწყებამდე გერმანული გრანდის მთავარმა მწვრთნელმა, თომას ტუხელმა დაასახელა შემადგენლობა, რომელიც 2023/24 წლების სეზონისთვის მზადებას დაიწყებდა. ამ სიაში 18 წლის ქართველი შემტევიც იყო, რომელიც გუნდში „დინამო თბილისიდან“ გადავიდა და მიუნხენურ გრანდში 33-ნომრიანი მაისურა მიიღო.

პირველ შეკრებას „ბაიერნი“ ბავარიის ალპებში, მიუნხენიდან 50 კილომეტრში მდებარე საკურორტო ქალაქ ტეგერნზეს საწვრთნელ ცენტრში გადის, მაგრამ როგორც Kronen Zeitung-ი და სტივენ ბლუმენშაინი ამტკიცებენ, „ბაიერნის“ ნაცვლად, სავარაუდოდ, 18 წლის ქართველი ავსტრიის რანგით მეორე ლიგის გუნდში ითამაშებს, რომ საჭირო გამოცდილება და სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

12 აგვისტოდან გერმანიაში ახალი სეზონი იწყება. მიუნხენელები პირველ შეხვედრას გერმანიის სუპერთასზელაიპციგის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ, 18 აგვისტოს კი ბუნდესლიგის პირველ ტურში სტუმრად ბრემენისვერდერს“ ეთამაშებიან.