ავსტრიული გუნდები ვარჯიშებს 15 მაისს განაახლებენ

15:57, 13.05.2020

ავსტრიული საფეხბურთო კლუბები სრულფასოვან ვარჯიშებს 15 მაისს განაახლებენ, იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“ (AFP). წყაროს ინფორმაციით, კლუბები ამას მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებენ, რაც ყველა ფეხბურთელი გაივლის ტესტს კორონავირუსზე და ყველას შედეგი იქნება უარყოფითი.

ირკვევა ასევე, რომ განახლებული ჩემპიონატის მატჩები უმაყურებლოდ ჩაივლის.

მსგავსი