ავსტრიული გამოცემა - მუხრან ბაგრატიონი „გრაცში“ ვარჯიშობს #1TVSPORT
მუხრან ბაგრატიონი ავსტრიაშია, „გრაცში“ ვარჯიშობს და, შესაძლოა, გუნდში დარჩეს – ამის შესახებ გამოცემა Abseits-ი წერს.
ფელდჰოფერს „გრაცში“ ქართველი ტალანტის, მუხრან ბაგრატიონის დამატება სურს
„მას შემდეგ, რაც „გრაცმა“ ტობიას კოხი, რამიზ ჰარაკატეი, არბნორ პრენკი და ტიმ პაუმგარტნერი დაიმატა, კიდევ ერთი ფეხბურთელის შეძენას გეგმავს – გუნდი საქართველოდან მუხრან ბაგრატიონის ტრანსფერზე ფიქრობს, რომელიც „დინამო თბილისში“ ფერდინანდ ფელდჰოფერის მწვრთნელობის დროს თამაშობდა.
21 წლის ბაგრატიონი ავსტრიაშია და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. 184 სმ სიმაღლის ფეხბურთელს „დინამო თბილისთან“ კონტრაქტი წლის ბოლომდე აქვს. მისი სატრანსფერო ფასი, სავარაუდოდ, „გრაცისთვის“ ხელმისაწვდომი და მისაღები იქნება.
ბაგრატიონი პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელიც სამშობლოში შედარებით ნაკლებად არის ცნობილი – პროფესიულ დონეზე სულ 34 მატჩი აქვს ჩატარებული, მათ შორის, 14 „დინამო თბილისში“, სადაც „გრაცის“ ამჟამინდელი მწვრთნელი ფერდინანდ ფელდჰოფერი რამდენიმე თვე მუშაობდა. ქართველის ტრანსფერი კლუბისთვის უფრო მომავალზე იქნება გათვლილი“, – წერს ავსტრიული გამოცემა.