ავსტრიული გამოცემა - კიტეიშვილის შოუ, ქართველმა თამაში შემოატრიალა #1TVSPORT
ავსტრიული გამოცემა - კიტეიშვილის შოუ, ქართველმა თამაში შემოატრიალა #1TVSPORT

„კიტეიშვილის შოუ“ – ასეთი სათაურით გამოაქვეყნა წერილი Skysportaustria-მ, სადაც ხაზი გაუსვა „ზალცბურგთან“ მოგებაში (2:1) საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის დამსახურებას.

„ავსტრიის ბუნდესლიგის 25-ე ტურში „შტურმმა“ „ზალცბურგი“ კიტეიშვილის დუბლის წყალობით 2:1 დაამარცხა, მიუხედავად იმისა, რომ 10 მოთამაშით იყო დარჩენილი. „ზალცბურგისთვის“ ეს ავსტრიის ბუნდესლიგაში ნოემბრის შემდეგ პირველი წაგება იყო და ახლა „შტურმს“ ხუთი ქულით ჩამორჩება.

კიტეიშვილმა თამაში შემოატრიალა. ჯერ პენალტი მოიპოვა და თავად დამაჯერებლად გამოიყენა. ამან „შტურმს“ იმპულსი შემატა. თუმცა ვიტრიხმა წითელი ბარათი მიიღო და გრაცელები 10 მოთამაშით დარჩნენ.

ამან ხელი არ შეუშალა „შტურმს“, რომელმაც კიტეიშვილის დახმარებით თამაშის შემოაბრუნა. ქართველმა მეორე ბურთი შორიდან მარცხენა ფეხით „ცხრიანში“ გაიტანა. „შტურმმა“ მარტის დასაწყისში 1:3 მარცხისთვის რევანში აიღო“, – წერს Skysportaustria.