ავსტრიული გამოცემა - კიტეიშვილი დაბრუნდა და „შტურმში“ ყველაფერი დალაგდება #1TVSPORT
ავსტრიული გამოცემა - კიტეიშვილი დაბრუნდა და „შტურმში“ ყველაფერი დალაგდება #1TVSPORT

ავსტრიულმა გამოცემა „კრონენ ცაიტუნგმა“ გრაცის „შტურმში“ ტრავმის შემდეგ დაბრუნებულ ოთარ კიტეიშვილზე ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და ყურადღება გუნდისთვის ქართველი ნახევარმცველის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„შტურმი“ დამშვიდდა – კიტეიშვილთან სხვაგვარი რწმენაა. ოთარ კიტეიშვილის დაბრუნება იმედს ნერგავს“

„შემოქმედებითი სტილის მქონე კიტეიშვილის დაბრუნებამ „შტურმის“ გულშემატკივრები გაახარა. სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი საკვანძო მოთამაშის დაბრუნებით აღფრთოვანებულია. გარდა ამისა, მისი აზრით „ქართველი მესი” კონკურენციას გაზრდის.

„შტურმი“ ავსტრიის ბუნდესლიგაში მეორე ადგილზე მანი სარკარიას ორმა დიდებულმა გოლმა დააბრუნა. მაგრამ გულშემატკივრებმა მის გოლებზე არანაკლებად ხმაურიანად „კლაგენფურტთან“ მოგებულ (3:1) შეხვედრაში ოთარ კიტეიშვილის დაბრუნება აღნიშნეს. „ქართველი მესი“ მოედანს თითქმის ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და „შტურმში“ ყველაფერი დალაგდება. მისი თამაშის დროს დრიბლინგით საშუალო რაოდენობა შემოდგომაზე 2,37 იყო, მის გარეშე კი – 1,28!

„მხოლოდ გულშემატკივრების რეაქცია, როცა ოთარი მოედანზე გავიდა, ყველაფერს ამბობს კლუბში მის პოზიციაზე – როცა ოთარი მოედანზეა, უბრალოდ განსხვავებული რწმენა გვიჩნდება“, – ამბობს სპორტული დირექტორი ანდრეას შიკერი.

საერთაშორისო პაუზის შემდეგ, საქართველოს ნაკრების 25 წლის ფეხბურთელი მთავარი ძალა უნდა იყოს ევროსაგზურისთვის ბრძოლაში.

„თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ოთარს თითქმის ექვსთვიანი პაუზა ჰქონდა და ფორმაში შესასვლელად დრო დასჭირდება“, – ამბობს შიკერი.

რაც შეეხება პარასკევის თამაშს, საქართველოსა და ბოსნიის ნაკრებებს შორის „შტურმის“ დერბი არ შედგება – თანაგუნდელი იუსუფ გაზიბეგოვიჩის წინააღმდეგ ოთარი არ ითამაშებს, რადგან დიდი პაუზის შემდეგ ამ თამაშზე უარი თქვა. სამაგიეროდ „შტურმში“ „ადმირასთან“ ხუთშაბათის მატჩისთვის მოემზადება.

სარკარია COVID-19-ის შემდეგ გამოჯანმრთელდა და იანჩერისა და ჰეილუნდის მსგავსად, შემადგენლობის თითქმის შეუცვლელ მოთამაშედ ითვლება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ოთარისთვის ადგილი არ მოიძებნება. სპორტული დირექტორი შიკერი ნახევარდაცვაში კონკურენციით გახარებულია: „ასევე არის ვარიანტები, რომ ოთარმა და სარკარიამ ერთად ითამაშონ. მეათე და მერვე პოზიციებზე გამოსვლა ორივეს შეუძლია“, – წერს გამოცემა „კრონენ ცაიტუნგი“.