ავსტრიის ჩემპიონატის ლიდერს კონტაქტური ვარჯიშებისთვის 12 ქულა ჩამოაკლეს
ავსტრიის ჩემპიონატის ლიდერს კონტაქტური ვარჯიშებისთვის 12 ქულა ჩამოაკლეს

ავსტრიის საფეხბურთო კლუბმა „ლინცერმა“ ლიდერობა დაკარგა ვარჯიშებზე შეზღუდვების დარღვევის გამო.

კლუბებს მცირე ჯგუფებად ვარჯიშის უფლება მისცეს, რომლის დროსაც სოციალური დისტანცია იქნებოდა დაცული, „ლინცერი“ კი მაშინვე საერთო გუნდურ და კონტაქტურ ვარჯიშებს შეუდგა.

როგორც ავსტრიის ჩემპიონატის პრეს-სამსახურმა დაწერა, კლუბს 12 ქულა ჩამოაკლეს და 75 ათასი ევროთი დააჯარიმეს. ამის გამო, „ლინცერმა“ ავსტრიაში ლიდერობა დაკარგა. ერთი ნიუანსი: რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ, ავსტრიაში ჩემპიონატი ორ ნაწილად იყოფა – საჩემპიონო ზონად და გასავარდნ ზონად. გუნდები ამ ზონებში განახევრებული ქულებით გადადიან, ასე რომ, „ლინცერს” ფაქტობრივად, ექვსი ქულა ჩამოართვეს და ახლა, კლუბი „ზალცბურგს“ სამი ქულით ჩამორჩება.

ავსტრიის ჩემპიონატი 2 ივნისს უნდა განახლდეს.

2014 წლიდან, ქვეყნის ჩემპიონი მუდმივად „ზალცბურგი“ ხდებოდა. „ლინცერს“ არასოდეს მოუგია ლიგა.