ავსტრიის ბუნდესლიგაში კიტეიშვილმა გაიტანა - „შტურმმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგაში კიტეიშვილმა გაიტანა - „შტურმმა“ ზედიზედ მეორე თამაში მოიგო #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილმა ავსტრიის ბუნდესლიგის ახალ სეზონში პირველი გოლი გაიტანა და გრაცის „შტურმს“ „კლაგენფურტთან“ გასვლითი მატჩის მოგებაში დაეხმარა – 2:0.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ტრავმა მოირჩინა, მესამე ტურის შეხვედრაში გრაცელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 86 წუთი ითამაშა.

დაძაბული მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. 63-ე წუთზე „კლაგენფურტმა“ პენალტი მოიპოვა, რომელიც ცვეტკომ არაზუსტად დაარტყა. 71-ე წუთზე კი პენალტი „კლაგენფურტის“ კარში დაინიშნა, რომელიც კიტეიშვილმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა. 90+8-ე წუთზე კი მიკა ბირითიმ მეორე გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სამი ტურის შემდეგ „შტურმი“ ექვსი ქულით მეორე ადგილზე დაწინაურდა.