ავსტრიის ბუნდესლიგა | კიტეიშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია #1TVSPORT
ავსტრიის ბუნდესლიგა | კიტეიშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებშია #1TVSPORT

გრაცის „შტურმის“ ქართველი ლიდერი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურის სიმბოლურ ნაკრებშია, – ასეთია Sofascore-ის შეფასება.

ქართველმა ნახევარმცველმა ავსტრიის ჩემპიონატში „გრაცერ აკ“-თან „შტურმის“ მოგებაში (5:2) გადამწყვეტი როლი ითმაშა – დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც მისი დარტყმის შემდეგ დამატებაზე გავიდა და Sofascore-მა კიტეიშვილის თამაში 8,2 ქულით შეაფასა.

ავსტრიის ბუნდესლიგის მე-10 ტურში უკეთესი შეფასება მხოლოდ ორმა მოთამაშემ მიიღო და „შტურმის“ ქართველი ფეხბურთელი (რომელმაც მიმდინარე სეზონში ანგარიშზე 5 გოლი და ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა) ტურის რჩეულებში უკვე მეოთხედ მოხვდა.