ავსტრიელი სნოუბორდერი ანა გასერი პირველი ქალი გახდა სპორტის ამ სახეობაში, რომელმაც ჰაერში სამნახევარი ბრუნი შეასრულა.
რამდენიმე ხნის წინ, გასერმა თავისი ეს გეგმა ჟურნალისტებს გაანდო და 14 ნოემბერს პირობა შეასრულა.
რეკორდი მან ავსტრიაში, შტუბაის მყინვარზე დაამყარა.
ანა გასერი 2018 წლის პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია. გარდა ამისა, 2017 წელს მას მსოფლიოს ჩემპიონატის ოქრო, ხოლო 2015 წელს ვერცხლი აქვს მოპოვებული და მსოფლიოს ექსტრემალური თამაშების ორგზის გამარჯვებულია.