ავსტრიასთან ორი ამხანაგური დაიგეგმა – 19-წლამდელების შემადგენლობაც ცნობილია

21:04, 14.03.2019

საქართველოს 19-წლამდელ ფეხბურთელთა ნაკრები მოახლოებულ სანაკრებო პაუზაზე სხვა ასაკობრივი ნაკრებების დარად შეიკრიბება. 22 და 25 მარტს გუნდი ავსტრიასთან ორ ამხანაგურ მატჩს გასვლაზე გამართავს.

რამაზ სვანაძემ შეკრებაზე 22 ფეხბურთელი გამოიძახა – ნაკრების მთავარი მწვრთნელი ამ სიიდან ავსტრიაში წასაყვან შემადგენლობას წასვლამდე დაასახელებს:

მეკარეები: ლუკა ხარშილაძე, ლუკა კუტალაძე (ორივე – დინამო თბ), ლუკა მიქაია (ტორპედო);

მცველები: სანდრო კალანდაძე, თორნიკე ჯანგიძე, ლაშა აწყურელი, ირაკლი აზაროვი (ყველა – დინამო თბ), შოთა ნონიკაშვილი, ბექა ხარაიშვილი (ორივე – საბურთალო), (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), გიორგი აბზიანიძე (ტორპედო), ცოტნე კაპანაძე (რუსთავი)

ნახევარმცველები: გიორგი მოისწრაფიშვილი, ნიკა ხორხელი, ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ოთარ აფციაური, გიორგი გულიაშვილი (ორივე – საბურთალო),
ანატოლი მესიაჩენკო (სამტრედია), ნიკა გაგნიძე (დილა), დავით ლორთქიფანიძე (პადოვა, იტალია).

თავდამსხმელები: ლადო ჩიხრაძე (ატლეტიკო, ესპანეთი), გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი).

როგორც ხედავთ, ნაკრებში ბევრი ლეგიონერია. დავით ლორთქიფანიძე იტალიაში, პადოვაში თამაშობს და იმედოვნებს, რომ სერია “ბ”-ში ამლე სადებიუტო შხვედრას ჩაატარებს.

მსგავსი