ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ მოიგო, სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ დამარცხდა #1TVSPORT
ავსტრიაში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ მოიგო, სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ დამარცხდა #1TVSPORT

ავსტრიის ბუნდესლიგაში ორივე ქართველი მოთამაშის გუნდმა ტურის მატჩი ჩაატარა. ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ მოედანი 3 ქულით დატოვა, სანდრო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ კი დამარცხდა.

კიტეიშვილი „შტურმის” ძირითად შემადგენლობაში იყო „ლინცთან“ საშინაო შეხვედრაში. ქართველი ნახევარმცველის გუნდი პირველივე ტაიმში სწრაფი გოლებით 2:0 დაწინაურდა, თავი ვლოდარჩუკმა (1) და ბოვინგმა (7) გამოიჩინეს.

„შტურმმა“ მეორე ტაიმში უპირატესობა გაზარდა. მართალია, აფენგრუბერის (56) ავტოგოლის შემდეგ სხვაობა შემცირდა, მაგრამ ვლოდარჩუკმა (62) და სარკარიამ (75 – პენალტი) „შტურმის“ უპირატესობა სამ ბურთამდე გაზარდეს.

ლიდერ „ზალცბურგთან” საშინაო დაპირისპირებაში „ვოლფსბერგერის” სასტარტო თერთმეტეულში იყო სანდრო ალთუნაშვილი. შეხვედრა სტუმრების უპირატესობით დაიწყო, თუმცა მოჰამედ ბამბამ (41) შესვენებამდე მცირე ხნით ადრე „ვოლფსბერგერი” დააწინაურა. მეორე ტაიმში „ზალცბურგმა“ ვითარება გამოასწორა, ბაიდუსა (61) და კოიუტუს (73) გოლებით ლიდერმა 3 ქულა მოიპოვა.

5 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმი“ 13 ქულით მე-2 ადგილზეა, ხოლო ალთუნაშვილის „ვოლფსბერგერი“ (6) მე-6 პოზიციას იკავებს.