ავსტრიაში დაიწყეს - კიტეიშვილის გუნდი დამარცხდა
ავსტრიაში დაიწყეს - კიტეიშვილის გუნდი დამარცხდა

ავსტრიაში ბუნდესლიგის გათამაშება განახლდა. 23-ე ტურში გრაცის „შტურმმა“ „მერკურ არენაზე“ მეორეადგილოსანი „ვოლფსბერგერი“ მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი გრაცელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, მატჩის დასაწყისში შორეული დარტყმით ანგარიშის გახსნა სცადა, მაგრამ ბურთი ძელს მოხვდა – ამ მატჩში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს.


ფინალური ექვსეულის მატჩში „ვოლფსბერგერი“ 64-ე წუთზე ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდა. „შტურმმა“ მეტოქის კარზე შტურმის მიტანა სცადა და სხვაობა 77-ე წუთზე შეამცირა, მაგრამ 88-ე წუთზე მთავარმა არბიტრმა მასპინძელთა მოთამაშე გააძევა და კიტეიშვილის გუნდი დამარცხა – 1:2.

„შტურმმა“ 23 ტურის შემდეგ 16 ქულა დააგროვა და მეექვსე ადგილზეა, ხოლო „ვოლფსბერგერი“ 22 ქულით მეორე პოზიციაზეა და ლიდერ „ზალცბურგს“ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება.