ავსტრალიისა და ფილიპინების ნაკრებებს შორის საკალათბურთო მატჩის დროს ჩხუბი მოხდა
ავსტრალიისა და ფილიპინების ნაკრებებს შორის საკალათბურთო მატჩის დროს ჩხუბი მოხდა

კალათბურთში მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩის დროს, რომელშიც ავსტრალიისა და ფილიპინების ნაკრებები ხვდებოდნენ, ორივე გუნდის მოთამაშეებსა და ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის ჩხუბი მოხდა, – იტყობინება Sportando.

მესამე მეოთხედის ბოლოს, ავსტრალიის ნაკრების მოთამაშემ დენიელ კიკერტმა ერთ-ერთ მეტოქეს დაარტყა, რის შემდეგაც, მოედანზე ჩხუბი დაიწყო.

საბოლოოდ, მსაჯებმა 13 მოთამაშე გააძევეს მოედნიდან და თამაში 5×3-ზე ფორმატში გაგრძელდა, რადგან ფილიპინელებს მხოლოდ სამი კალათბურთელი დარჩათ. მალე ფილიპინების ნაკრების კიდევ ორი მოთამაშე გააძევეს და მატჩი შეწყდა – ავსტრალია 89:53-ს იგებდა.