ავსტრალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარიხუანის მოყვანას იწყებს
ავსტრალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მარიხუანის მოყვანას იწყებს

ავსტრალიის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი მარკ ბრეშანო სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანის მოშენებას აპირებს, – იტყობინება გაზეთი „სანი“ (The Sun).

„ამ მომენტისთვის ჩემს პარტნიორთან ერთად განათლებას ვიღებ, რის შემდეგაც ვაპირებ მომავალ წელს მარიხუანას საფუძველზე ვაწარმოო მედიკამენტები. ჩვენს კომპანიას „გრინჰოუპი“ (Greenhope) ჰქვია. უკვე შევუკვეთეთ ვებგვერდი და მოვითხოვეთ საჭირო ლიცენზიები. ჯერ ადრეა წარმოებაზე გადასვლა. ახლა დაგეგმილი გვაქვს კანადასა და აშშ-ში გამგზავრება საკითხის შესასწავლად. ასევე ვგეგმავთ ევროპაში ექსპერტებთან შეხვედრას“, – განაცხადა ბრეშიანომ.

ფეხბურთელმა კარიერა 2015 წელს დაასრულა. პროფესიული კარიერის დიდი ნაწილი იტალიაში გაატარა, სადაც „ემპოლის“, „პარმას“, „პალერმოსა“ და „ლაციოს“ შემადგენლობაში ითამაშა. ავსტრალიის ნაკრებში მის ანგარიშზე 84 მატჩი და 13 გოლი მოდის. 2015 წელს ბრეშანო აზიის თასის ჩემპიონი გახდა.

ავსტრალიაში მარიხუანას მოყვანა სამედიცინო მიზნებისთვის 2016 წლიდან გახდა ლეგალიზებული.