ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკის მკვლელობის საქმეზე შსს-ში ბრიფინგი გაიმართება.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბრიფინგი 16:00 საათზეა დაგეგმილი.
უცხო ქვეყნის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქალის ცხედარი რამდენიმესაათიანი ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად მთაწმინდის ფერდობზე იპოვეს.