ავსტრალიის ღიაზე გადამწყვეტ სეტში სუპერტაი-ბრეიკი გათამაშდება
ავსტრალიის ღიაზე გადამწყვეტ სეტში სუპერტაი-ბრეიკი გათამაშდება

ოფიციალურად გადაწყდა, რომ „დიდი სლემის“ რიგით პირველ ტურნირზე, ავსტრალიის ღია პირველობაზე, გადამწყვეტ სეტებში ტაი-ბრეიკებს შემოიღებენ.

ბოლო სეტში 6:6-ზე, ჩოგბურთელები გაითამაშებენ სუპერტაი-ბრეიკს 10 ქულის მოგებამდე, – იტყობინება ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი.

შედარებისთვის, აშშ-ის ღია პირველობაზე, მსგავს სიტუაციაში ჩვეულებრივი ტაი-ბრეიკი (შვიდი ქულის მოგებამდე) იმართება, უიმბლდონზე ასევე ტრადიციულ ტაი-ბრეიკს ითამაშებენ 12:12-ზე.

ასე რომ, როლან გაროსი რჩება “დიდი სლემის” ერთადერთ ტურნირად, სადაც გადამწყვეტ სეტში არ არის გათვალისწინებული ტაი-ბრეიკი.