ავსტრალიის ღია პირველობის მონაწილეებისთვის აუცილებელი ვაქცინაციის წესს შემოიღებენ #1TVSPORT
ავსტრალიის ღია პირველობის მონაწილეებისთვის აუცილებელი ვაქცინაციის წესს შემოიღებენ #1TVSPORT

ჩოგბურთელები, რომლებიც აპირებენ ავსტრალიის ღია პირველობაში მონაწილეობას, ქვეყანაში ჩასვლამდე კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია უნდა გაიარონ.

„მოთამაშეებისთვის აუცილებელი იქნება სრული ვაქცინაციის გავლა, რათა მონაწილეობა მიიღონ ავსტრალიის ღია პირველობაში. ექიმების რეკომენდაცია იმაში მდგომარეობს, რომ ყველას, ვინც ავსტრალიაში აპირებს ჩასვლას, ორმაგი ვაქცინაცია უნდა ჰქონდეს ჩატარებული. ეს უნივერსალური შეტყობინებაა ყველასთვის, ვისაც ქვეყანაში შესვლა სურს და ეს არ ეხებათ მხოლოდ ჩოგბურთელებს“, – განაცხადა ავსტრალიის იმიგრაციის, მოქალაქეობისა და კულტურული მრავალფეროვნების საკითხებში მინისტრმა ალექს ჰოუკმა.

ავსტრალიის ღია პირველობა მელბურნში 17-30 იანვარს გაიმართება.