ავსტრალიის ღია პირველობას ენდი მარეი გამოაკლდა
ავსტრალიის ღია პირველობას ენდი მარეი გამოაკლდა

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ბრიტანელი ენდი მარეი 2018 წლის სეზონში „დიდი სლემის“ რიგით პირველ ტურნირზე ავსტრალიის ღია პირველობაზე ვერ ითამაშებს. მარეიმ ტურნირიდან განაცხადი იდაყვის ტრავმის გამო გამოიტანა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, ენდიმ ბრისბენის ტურნირზე ვერ შეძლო გამოსვლა, მანამდე კი აბუ დაბის საჩვენებელ ტურნირზე მოსინჯა ძალები, თუმცა, რობერტო ბაუტისტა აგუტის წინააღმდეგ პირველ მატჩში საწყისი სეტი 2:6 წააგო და თამაში აღარ გააგრძელა.

მარეი 2017 წლის ივლისიდან ვერ თამაშობს ATP-ის ტურნირებზე, რის გამოც, მსოფლიოს კლასიფიკაციაში მე-16 ადგილამდე დაეშვა. ბრიტანელმა ავსტრალიის ღიას ფინალში ხუთჯერ ითამაშა.