ავსტრალიის ღია, მეოთხე დღე - მსოფლიოს პირველი ჩოგანი მესამე წრეში გავიდა
ავსტრალიის ღია, მეოთხე დღე - მსოფლიოს პირველი ჩოგანი მესამე წრეში გავიდა

ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხე სათამაშო დღეს ერთ-ერთი პირველი კორტზე ქალებს შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი გავიდა. ავსტრალიელმა პირველ წრეში 6:0, 6:0 გაანადგურა დანკა კოვინიჩი, მაგრამ, ამჯერად, თავის თანამემამულე დარია გავრილოვას წინააღმდეგ რთული ბრძოლის გადატანა მოუწია.

პირველი სეტი გავრილოვას ბრეიკით დაიწყო, რის შემდეგაც, ბარტიმ ზედიზედ ექვსი გეიმი აიღო. მეორე სეტშიც პირველი ბრეიკი გავრილოვამ შეასრულა, რის შემდეგაც მისმა მეტოქემ ზედიზედ ხუთი გეიმის მოგება შეძლო და მიუახლოვდა იოლ გამარჯვებას. მაგრამ გავრილოვამ პასუხად მიჯრით ოთხი გეიმის აღება მოახერხა. საბოლოოდ, საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა, ძსადაც ბარტიმ ორი სეტბოლი მოიგერია, შემდეგ კი პირველივე მატჩბოლი გამოიყენა და მესამე წრეში გავიდა – 6:1, 7:6(7). მატჩი საათი 34 წუთი გაგრძელდა.