ავსტრალიის ღია პირველობაზე დასრულდა მეცხრე სათამაშო დღე. ბოლო მატჩში გამოვლინდა მეორე ნახევარფინალისტი კაცების ტურნირზე.
ბერძენი სტეფანოს ციციპასი ფინალში გასასვლელად მსოფლიოს მეორე ჩოგანს, ესპანელ რაფაელ ნადალს შეხვდება. მას თითქმის არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრია ამერიკელი ფრენსის ტიაფოსგან – 6:3, 6:4, 6:2. შეხვედრა საათი და 49 წუთი გაგრძელდა.
ნადალს შთამბეჭდავი სტატისტიკა ჰქონდა – 11 ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 84 პროცენტი აიღო, მეორეთი – 60 პროცენტი, რვიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და ორიდან ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია.
ესპანელი ოცდამეათედ ითამაშებს „დიდი სლემის“ ტურნირების ნახევარფინალში. მიმდინარე ტურნირზე ნადალს ჯერ არც ერთი სეტი არ წაუგია.