ავსტრალიის ღია 2023 - რაფაელ ნადალმა ტიტულის დაცვა ოთხსეტიანი მოგებით დაიწყო #1TVSPORT
ესპანელმა რაფაელ ნადალმა წარმატებით დაიწყო ტიტულის დაცვა ავსტრალიის ღია პირველობაზე. პირველ ნომრად განთესილმა ჩოგბურთელმა საწყის რაუნდში ოთხ სეტში დაამარცხა ბრიტანელი კრის დრეიპერი – 7:5, 2:6, 6:4, 6:1. შეხვედრა სამი საათი და 43 წუთი გაგრძელდა.
ჩოგბურთელებს თითქმის თანაბარი რაოდენობის ბრეიკპოინტები ჰქონდათ – ნადალმა 12 შანსი მიიღო და ექვსი გამოიყენა, დრეიპერმა კი 11-დან – ოთხი.
ნადალმა პირველ მოწოდებაზე ქულების 75 პროცენტი მოიგო და უნებლიე შეცდომა უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე „ვინერსი“ – 41 46-ის წინააღმდეგ.
ნადალის შემდეგი მეტოქე ამერიკელი მაკენზი მაკდონალდი იქნება, რომელმაც პირველ წრეში თანამემამულე ბრენდონ ნაკაშიმა ხუთ სეტში დაამარცხა.