ამერიკელმა ჩოგბურთელმა სერენა უილიამსმა წარმატებით დაიწყო „დიდი სლემის” 24-ე ტიტულისთვის ბრძოლა. პირველ წრეში ლეგენდამ გაანადგურა 18 წლის რუსი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 90-ე ნომერი ანასტასია პოტაპოვა – 6:0, 6:3.
პირველ სეტში ბრძოლა საერთოდ არ ყოფილა – სერენამ 19 წუთში გაანადგურა მეტოქე. აღსანიშნავია, რომ ამერიკელმა მხოლოდ სამი ქულა დათმო საკუთარ გეიმებში.
მეორე სეტში რუსმა ჩოგბურთელმა გაიბრძოლა და ბრეიკით დაწიანურებაც კი შეძლო, მაგრამ უილიამსმა იქვე შეასრულა უკუბრეიკი, შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და მეორე წრეში თამაშის უფლება მოიპოვა. აქ მისი მეტოქე სლოვენიელი ტამარა ზიდანსეკი იქნება.