მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა გააგრძელა დამაჯერებელი გამოსვლა ავსტრალიის ღია პირველობაზე. ესპანელმა ამ სეტში მოუგო არგენტინელ ფედერიკო დელბონისს, რომელიც 76-ე ადგილზეა მსოფლიოს კლასიფიკაციაში – 6:3, 7:6(4), 6:1. შეხვედრა ორი საათი და 32 წუთი გაგრძელდა.
ნადალს უფრო ნაკლებ დროში და უფრო დიდი ანგარიშით შეეძლო მოგება, მაგრამ პრობლემები შეექმნა ბრეიკ-პოინტების რეალიზაციის მხრივ. კერძოდ, რაფამ 20 ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ მხოლოდ სამი გამოიყენა – ერთი პირველ სეტში და ორი – მესამეში.
ესპანელს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა საკუთარ მოწოდებაზე – რვა ეისი ჩააწოდა, პირველი მოწოდებით ქულების 85 პროცენტი აიღო, მეორეთი – 61 და არც ერთ ბრეიკ-პოინტამდე არ მიუშვა მეტოქე.
ნადალი 1/16 ფინალში გავიდა და იქ ელოდება თანამემამულე პაბლო კარენიო ბუსტა.