ავსტრალიელმა უიმბლდონიდან გამოვარდნის შემდეგ ხუთი ჩოგანი დაამსხვრია
ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა აკირა სანტილანმა ძალიან განიცადა უიმბლდონის კვალიფიკაციის ნახევარფინალში წაგება. მისი ორთაბრძოლა ბელგიელ რუბენ ბემელმანსის წინააღმდეგ ზუსტად სამი საათი გრძელდებოდა. გადამწყვეტ სეტში გამარჯვებულის გამოსავლენად 22 გეიმის გათამაშება გახდა საჭირო.
სანტილანმა წააგო – 7:6(5), 3:6, 10:12. მარცხის შემდეგ, ავსტრალიელი ცარიელ კორტზე განმარტოვდა, სადაც არ იყვნენ მოთამაშეები და გულშემატკივრები. მან ჩანთიდან ხუთი ჩოგანი ამოიღო და სათითაოდ დაამტვრია. ამის შემდეგ, ის ტერიტორიას გაეცალა და დამსხვრეული ჩოგნები მინდორზე დატოვა.