რაგბი ავსტრალია და ახალი სამხრეთ უელსის შტატის რაგბის კავშირი აპირებენ შეწყვიტონ კონტრაქტი ისრაელ ფოლაუსთან, რომელმაც სოციალურ ქსელში ჰომოფობიური განცხადება გააკეთა, კონკრეტულად კი განაცხადა, რომ ჰომოსექსუალებს ჯოჯოხეთი ელით.
30 წლის ფოლაუს ავსტრალიის ნაკრებში 73 მატჩი აქვს ჩატარებული და წელს იაპონიაში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატშიც უნდა მიეღო მონაწილეობა.
„მისი განცხადება არ გამოხატავს ამ თამაშის სულს. ჩვენი განზრახვაა, რომ მასთან კონტრაქტი გავწყვიტოთ“, – ნათქვამია რაგბი ავსტრალიის განცხადებაში.