ავსტრალიელმა ჩოგბურთელმა ომარ ჯასიკამ კოკაინის გამოყენებისთვის ორწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო.
ნარკოტიკული ნივთიერების კვალი 21 წლის ჩოგბურთელის ორგანიზმში 2017 წლის დეკემბერში აღმოაჩინეს, მაგრამ დისკვალიფიკაციის ათვლა მისი ბოლო მატჩის მომენტიდან დაიწყო, რომელიც ჯასიკამ 2017 წლის მარტში ჩაატარა. ასე რომ, მას კორტზე დაბრუნება მომავალი წლის მარტში შეეძლება.
აღვნიშნავთ, რომ ავსტრალიელი 2014 წლის იუნიორთა აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონია. ამგვარი წარმატების მიუხედავად, მან პროფესიული კარიერა ვერ ააწყო. მისი საუკეთესო შედეგი მსოფლიო რეიტინგში 239-ე ადგილია.