ავსტრალიაში „ქართული დერბი“ ჩაშლის პირას იყო - გუნდები ერთმანეთს და ამინდს დაუპირისპირდნენ #1TVSPORT
ავსტრალიის A-ლიგის მე-17 ტურში ქართველების დერბი – „მაკარტურისა“ და „ნიუკასლ ჯეთსის“ დაპირისპირება სტუმრების გამარჯვებით დასრულდა 0:1. თუმცა, გაცილებით საინტერესო ამბები ამინდის გამო დატრიალდა – ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, თამაში ჩაშლის პირას იყო, მაგრამ საბოლოოდ მაინც დასრულდა.
მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო ბაჩანა არაბული, „ნიუკასლ ჯეთსის“ სასტარტო თერთმეტეულში ბექა მიქელთაძე გახლდათ, ხოლო ბექა დარცმელია მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა. მე-8 წუთზე „ნიუკასლი“ ტრენტ ბუაგიარის გოლით დაწინაურდა და საბოლოოდ, როგორც გაირკვა, ამ გოლმა შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.
გუნდებს წინააღმდეგობას მეტოქის გარდა ამინდიც უწევდათ. დიდი სიცხის გამო, მატჩის დაწყების დრო გადაიდო ერთი საათით და ადგილობრივი დროით საღამოს 18:00 საათზე დაიწყო. გოლი გავიდა და ისეთი ქარიშხალი ამოვარდა, რომ ტემპერატურა 19,7 გრადუსამდე დაეცა, ძლიერი ქარის გამო კი თამაშის შეუძლებელი იყო. სეტყვის და ჭექა-ქუხილის გამო კი მსაჯმა მატჩი მე-14 წუთზე შეაჩერა, შემდეგ ისევ განაახლა, მაგრამ 12 წუთში მოთამაშეებმა მოედანი კვლავ დატოვეს.
ქარი იმდენად ძლიერი იყო, რომ ბილბორდი მოედანთან იმ დროს დავარდა, როდესაც მოთამაშე დრიბლინგს ასრულებდა, „მაკარტურის“ ერთ-ერთ ფეხბურთელს კი დარტყმის დროს ქარმა ბურთი ფეხიდან ააცალა. თამაში 32-წუთიანი შესვენების შემდეგ მეორედ განახლდა და წვალებ-წვალებით მაინც დასრულდა.
A-ლიგაში გამართული 17 ტურის შემდეგ „ნიუკასლმა“ 21 ქულა დააგროვა და „მაკარტურს“ დაეწია, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 ადგილზე დაწინაურდა.