ავსტრალიაში მეორე ქართველიც ითამაშებს - დარცმელია მიქელთაძის გუნდში გადავიდა #1TVSPORT
ბექა დარცმელია მეორე ქართველი ფეხბურთელია, რომელიც ავსტრალიის უმაღლესი დიზვიზიონის (ა ლიგა) კლუბში ითამაშებს – ინფორმაციას „ტრანსფერმარკტი“ ავრცელებს.
„ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის 23-ე ტურში საგურამოში, გათამაშების ლიდერს, ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და დაძაბული შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. მაგრამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, დარცმელია სამატჩო განაცხადშიც არ იყო.
გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტოს ცნობით, თბილისის „ლოკომოტივის“ 22 წლის ნახევარმცველმა ავსტრალიის ჩემპიონატის გუნდთან კონტრაქტი 28 აგვისტოს გააფორმა და „ნიუკასლ ჯეთსში“ ჩაირიცხა, სადაც გასულ წელს ბექა მიქელთაძე საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
დარცმელიამ მიმდინარე სეზონში „ლოკომოტივში“ 21 თამაში ჩაატარა და ანგარიშზე 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ აუტსაიდერი გუნდის ნახევარმცველი ლიგაში საგოლე პასებით (4) ლიდერია.
ბექა დარცმელიას ახალი გუნდის მოთამაშეები და მათ შორის ბექა მიქელთაძე ახლახანს შეიკრიბნენ და სეზონისთვის მზადება დაიწყეს – ავსტრალიაში სეზონი ოქტომბერში იწყება. „ნიუკასლ ჯეთსი“ პირველ მატჩს 8 ოქტომბერს გასვლაზე „ცენტრალ კოსტ მარინერსთან“ გამართავს.