ავსტრალიამ ამხანაგურ მატჩში ლიბანი გაანადგურა ანგარიშით 3:0.
თამაში გამოსათხოვარი გამოდგა ნაკრების თავდამსხმელ ტიმ კეხილისთვის, რომელიც 82-ე წუთზე ჩაერთო მატჩში. სულ ავსტრალიის ნაკრებში 2004 დან 2018 წლამდე კეხილმა ჩაატარა 108 მატჩი და გაიტანა სარეკორდო 50 გოლი.
მხოლოდ ერთი თამაში დააკლდა ტიმს ნაკრების ყოფილი მეკარის, მარკ შვარცერის რეკორდამდე, რომელსაც ნაკრებში 109 მატჩი აქვს ჩატარებული.